არტისტერიუმი 13თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-13 საერთაშორისო გამოფენა
|
||
2020 წლის არტისტერიუმი პირველად ფესტივალის ისტორიაში, ონლაინ იმართება. გადაწყვეტილება პროექტის ვირტუალურ სივრცეში ჩატარების შესახებ განსაკუთრებულად აქტუალური იმ პერიოდში გახდა, როდესაც ცნობილი მიზეზების გამო, საქართველოში, და არა მხოლოდ, საზოგადოებრივი ცხოვრების კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, თუ სხვა გამოვლინება რეალურ სამყაროში საგრძნობლად შეფერხდა და მისმა დიდმა ნაწილმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. ვირუსის გავცრელებასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა სახელოვნებო სექტორი. დღევანდელი, უჩვეულო სიტუაცია, როდესაც პირველი რიგის პრობლემა თავყრილობაა, რთულ გარემოებად იქცა ხელოვანისთვის და დროსთან შესაბამისი მხატვრული ფორმების გამოყენების აუცილებლობისკენ უბიძგა მას. ამიტომ დღეს, ციფრული ფორმატი, ყველაზე რელევანტურ მედიუმად იქცა, რომელიც არსებულ სიტუაციასთან და ახალ გარემოებებთან ადაპტირებული პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა. 2020 წლის არტისტერიუმი 5 ნაწილს მოიცავს: ელექტრონულ სამყაროში დაკავშირებული ობიექტები არის გრაფიკა (ობიექტი), რომელიც საწყის ფაილში ისეთი ალგორითიმთაა „ჩაწერილი“, რომ მის ცვლილებას მოყვება ცვლილება საწყის ფაილთან მიბმულ ყველა სხვა დოკუმენტში. არტისტერიუმის ფარგლებში ნაჩვენები „დაკავშირებული ობიექტები“ მსოფლიოში ყველაზე მწვავე „ლოქდაუნის“ პერიოდში გადაღებული ვიდოების სერიაა (მარტი, აპრილი, 2020). პროექტში 35 ნამუშევარია წარმოდგენილი. ვიდოები იმ განცდებზე გვიყვებიან რომელიც ჩაკეტილობის დროს, პიროვნების სოციალური ცხოვრებიდან გამოთიშვას და საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩენას ახლავს თან. მონაწილე მხატვრები: ალი ბრამველი, ფილ დადსონი (ახალი ზელანდია), ალოიზ შილდი, არტ ჯგუფი ბრიგიტა & გაბრიელა (ავსტრია), ბრუს ალანი (დიდი ბრიტანეთი), კრისტოფერ დოსეტი (საფრანგეთი), ჰანა ბუნი, პოლ დონკერ დუივისი, ჯესი თეო რაჰმანი, ტომ ვინკი, პიტერჟე ვან სპლუნტერი (ნიდერლანდები), დენიზჰან ოზერი (თურქეთი), მაქს ბულმანი, დანიელა დე მადალენა, სუზან მიულერი, ფრედ ლუნგი, ჰანის ეგერი (შვეიცარია), დირკ გრობლერი (სამხრეთ აფრიკა), გაბრიელ ადამსი (აშშ), ილიკო ზაუტაშვილი (საქართველო), ჯეისონ ჰოუკსი, ჯეინ დაერი, კელი შარპი, ლუის შენკი (ავსტრალია), ჯოზეფინ ტურალბა (ფილიპინები), მაიკ უოტსონი & ჯუსი ალარაასაკკა (დიდი ბრიტანეთი/ფინეთი), ანტი ტენეცი (ფინეთი), პარკ ბიონგ უკი, სო იანგი (კორეა), იოკო კაიო (ავსტრალია/იაპონია), საერთაშორისო არტ-ჯგუფი „არასწორი გადაწყვეტილებების თეატრი“, გორდანა ანდელიჩ-გალიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ნანდინ ერდენი (მონღოლეთი), უნა ჰაილენდი (ირლანდია). ოფლაინ-ონლაინ, რეალურ სივრცეში წარმოებული ნამუშევრის ვირტუალურ სივრცეში განთავსების თავისებურებებს იკვლევს და ცდილობს უპასუხოს კითხვებს: შესაძლებელია თუ არა ნამუშევართან შეხების რეალური გამოცდილების ვირტუალურ სივრცეშისრულყოფილად გადატანა, ტრადიციული მედიების ციფრულ სივრცეში აღქმის თვალსაზრისით?რა კავშირია ნამუშევრის წარმოების პროცესსა და რეპრეზენტაციის თავისებურებებს შორის? გამოფენა, ერთის მხრივ, ისეთ ნამუშევრებს აჩვენებს, რომლებიც ციფრულ მახასიათებელს მოიცავენ და მათი ონლაინ რეპრეზენტაცია არ არის დაკავშირებული რაიმე სირთულესთან (ფოტო, ვიდეო). პროქტში ნაჩვენებია ისეთი ნამუშევრებიც, რომელთა პირველადი სარეპრეზენტაციო სივრცე ფიზიკური გარემოა (ფერწერა, ობიექტი, გრაფიკა, პერფორმანსი). მონაწილე მხატვრები: მარიამ აქუბარდია, ლია ბაგრატიონი, ანა დედაბრიშვილი, გიორგი მაღრაძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, თორნიკე რობაქიძე, მიხეილ სულაკაური, დავით ჩიხლაძე, ანნა ძიაპშიპა, გურამ წიბახაშვილი, ანნა წოწონავა, ილიკო ზაუტაშვილი (საქართველო), გუუ სანგ კიუნ, ჯიუნ ვანია ოჰ (სამხრეთ კორეა). საგალერეო სივრცე - პანდემიით გამოწვეული „ლოქდაუნის“ პირობებში, როდესაც რეალურ სივრცეში ღონისძიებების ჩატარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, არტისტერიუმის ონლაინ პლატფორმა პარტნიორ გალერეებს წარმოადგენს. ესენია „დედიკას გალერეა“ და გალერეა „კონტეინერი“, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არტისტერიუმის უცვლელი პარტნიორები იყვნენ. პროექტის ფარგლებში გალერეა „კონტეინერი“ წარმოადგენს გიორგი შენგელიას, ვახტანგ ხეთაგურს, თინათინ კიღურაძეს, ნატა სოფრომაძეს, რიტა ხაჩატურიანს, საბა გორგოძეს და სანან ალესკეროვს. სტუმარი პროექტი - კორეული მუსიკალური ანსამბლის ოულიმის (ფორტეპიანო, გიტარა, ჩელო, დასარტყამი, ტრადიციული ინსტრუმენტები) და კორეული ტრადიციული ქორეოგრაფიული ჯგუფის ეოულ სარანგის კონცერტია, რომელიც სეულის არტე ჰოლში 2020 წლის 1 ნოემბერს, სპეციალურად არტისტერიუმის ქართველი მაყურებლისთვის გაიმართა. თავდაპირველად პროექტი ჩაფიქრებული იყო როგორც ლაივსტრიმი სეულიდან თბილისის ეროვნული მუზეუმის აუდიტორიუმში შეკრებილი მაყურებლისთვის. თუმცა გლობალური პანდემიის პირობებში, საქართველოში დახურულ სივრცეებში თავშეყრის აკრძალვის გამო, უკვე ჩატარებულ კონცერტს, არტისტერიუმი მაყურებელს გამოფენის ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს. არქივი – არტისტერიუმის 12 წლიანი ისტორიის, 2008 წლიდან გამოცემული კატალოგების, აფიშების და ბანერების ციფრული ვერსიებია. |
||
არტ დირექტორი: კურატორი: ვებ დიზაინი: გალერეა კონტეინერის პრეზენტაცია, კურატორი: |
ილიკო ზაუტეშვილი მაგდა გურული გიორგი მარიამიძე გურამ წიბახაშვილი |
|
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. პროექტის კატალოგი დამზადდა თბილისის მერიის კონკურსის, "შემოქმედებითი თბილისის" მხარდაჭერით. |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
||||||||
წინა გვერდზე დაბრუნება |