დავით ჩიხლაძე, საქართველო

მელვილის ფაბრიკა ღია რეპეტიცია, 10/10/2020, ვიდეო 9’30“

მონაწილეები: ნუცა იაშვილი, ნიკა შანავა, ქეთო ტატიშვილი, ანა კალანადარიშვილი, ლაკო მაჭავარიანი, გიგი ლორია, თამარ კორკოტაშვილი, ელენე მელიქიძე, პინი კაპანაძე, გიორგი წამალაშვილი, მარიამო ჭოლოკავა, ცისია როსტიაშვილი, სალომე ფილიშვილი.
მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი წარმოადგენს ერთ-ერთ ღია რეპეტიციას "მელვილის ფაბრიკა“, რომელიც აერთიანებს განუსხვავებელ სამუშაო და საწარმოდგენო დროს. “მელვილის ფაბრიკის“ მეთოდი ემსახურება თეატრალური როლის გაუქმებას სცენაზე და საკუთარი თავის როლის შექმნისა და თამაშისაკენ შემობრუნებას აქ და ახლა სიტუაციაში, რათა ამ გზით მონაწილემ იპოვოს ალტერ-ეგოს, სუპერ ეგოსა და ეგოს სქემის პირადი გამოხატულებები და აჩვენოს ეს ასევე მაყურებელს.

პროექტი განხორციელდა თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის არტისტერიუმის ფარგლებში, Offline-Online, 2020

 
 
 
   
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   

წინა გვერდზე დაბრუნება