გიორგი მაღრაძე, საქართველო

სინათლის სხეულები

ნამუშევარი ეფუძნება ჩემს დაკვირვებებს სინათლის მახასიათებლებზე, მათ შესწავლას და ვიზუალურ ხელოვნებაში გამოყენების მცდელობას. Always returning არის სამომავლო ნამუშევრების სერიის ე.წ. “შუქის სხეულები”- ს შესავალი ნაწილი. აქ წარმოდგენილი ნამუშევარი უფრო შემზადების, კვლევის და მასალის დახარისხების შედეგია და ამ პროცესის ერთგვარ დოკუმენტაციას წარმოადგენს.

იდეა ეფუძნება სურვილს, შუქის ენერგია ვაქციო სკულპტურად, კერძოდ კი სინათლის სხივის მოხელთებით და მისი დამუშავებით შეიქმნას სამ განზომილებიანი ნამუშევარი.
ჩემი ინტერესი ამ შემთხვევაში James Turrell-ის სინათლის ხელოვნებასადმი მიდგომის ანტიპოდია, რადგან სინათლით გარემოცული სივრცის შექმნის ნაცვლად, როგორ ეს მის ნამუშევრებშია, ვცდილობ თვითონ შუქის სხივი ვაქციო ობიექტად და სხეული შევძინო ერთი შეხედვით გამჭვირვალე მედიუმს.

ამ მიზნით მწვანე ფერის ელექტრომაგნიტურ ტალღას ვიყენებ. კვამლის დახმარებით შესამჩნევი ხდება შუქის წყაროდან მომავალი ცილინდრული ფორმის პარალელურ სხივთა ნაკრები. სარკეების მეშვეობით ეს შუქი განუწყვეტლივ შეგვიძლია სხვადასხვა მხარეს მივმართოთ ისე, რომ არ დავკარგოთ და შემდეგ წყაროს დავუბრუნოთ.

  
     
 
ჩანახატი 1
 
ბრიტანული არმიის წვრთნა ე.წ. Search Light-ის გამოყენებით, 1944 წ.
     
 
ექსპერიმენტი სახელოსნოში მასალა: LED ლაზერი 4V, სარკე, კვამლი
     

ჩანახატი 2 
 
ჩანახატი 3
 
ჩანახატი 4 
         
 
     
 
ჩანახატი 5. 6. 7. 8 
 
   

ჩანახატი 9
 

იგივე იდეაზე დაფუძნებული სამომავლო ნამუშევრის ჩანახატი.
 

წინა გვერდზე დაბრუნება